ტაივანის სამხრეთში მდებარე ქალაქ ტაინანში მიწისძვრამ შენობები წააქცია და სულ მცირე 7 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამის შესახებ BBC იუწყება.
პარასკევს, ადგილობრვი დროით 4 საათზე მომხდარი 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დანგრეულ შენობებში მოყოლილი ადამიანების გადასარჩენად სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.
გავრცელებული ცნობით, დაღუპულთა შორის ერთი მცირეწლოვანია. დაშავებულია 155 ადამიანი. მთავრობის განცხადებით, იმ ადამიანებს, რომლებმაც სახლები დაკარგეს, დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფენ.
ტაივანში ძლიერი მიწისძვრა 1999 წელსაც მოხდა, მაშინ 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 2 300 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.