"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება. ვიზიტის ფარგლებში გიგი წერეთელი და მიხეილ მაჭავარიანი კონგრესმენს ტედ პოს შეხვდნენ , რომელიც აშშ-ს კონგრესის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ახლადარჩეული თანათავმჯდომარეა. ინფორმაციას ამის შესახებ პარტიის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური ვითარება, ეკონომიკური საკითხები და საარჩევნო წელთან დაკავშირებული პრობლემები განიხილეს; საუბრისას ხაზი გაესვა აშშ-ს კონგრესისა და საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფებს შორის უფრო აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობას.
საქართველოს დელეგაციის წევრებმა კონგრესმენს თხოვნით მიმართეს კონგრესის დელეგაციის საქართველოში უფრო აქტიურ ვიზიტებთან დაკავშირებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსათვის ადგილზე ვითარების უფრო უკეთ გაცნობის მიზნით, რაც უფრო ნაყოფიერს გახდის ორი ქვეყნის თანამშრომლობას.
ასევე, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის საკითხსაც, რომელიც კონგრესში უნდა მომზადდეს.
გიგი წერეთელმა და მიხეილ მაჭავარიანმა თხოვნით მიმართეს კონგრესმენ პოს აღნიშნულ საკითხში კონგრესმენების მაქსიმალურ ჩართულობასთან დაკავშირებით.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ხელმძღვანელებთან. საუბრის ძირითად თემას წარმოადგენდა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები. დელეგაციამ მასპინძელ მხარეს წარუდგინა პრეზენტაცია, რის შემდგომაც გაიმართა დისკუსია.
ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ფონდს საარჩევნო საკითხებში აქტიური ჩართულობისთვის და თანმშრომლობისთვის, რომელიც აქვს როგორც ხელისუფლებასთან, ასევე ოპოზიციასთან და მზადყოფნა გამოთქვა მომავალი თანამშრომლობისათვის.
საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES) არის ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოს 145-მდე ქვეყანაში მუშაობას და დახმარებას უწევს ქვეყნებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, დემოკრატიული საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის საკითხებში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.