შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი მარგოტ ვალსტრომი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 8 თებერვალს ეწვევა. სამინისტროს ცნობით, მარგოტ ვალსტრომი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრას გამართავს.
საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეები საქართველო შვედეთის ორმხრივ ურთიერთობებს, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს, რეგიონში შექმნილ ვითარებას მიმოიხილავენ.
ვიზიტის ფარგლებში მარგოტ ვალსტრომი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს შეხვდება.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე, პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს რეგიონული ტურნეს ფარგლებში ეწვევა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.