"იმის ნაცვლად, რომ პარლამენტში პენსიის გაზრდაზე ფიქრობდნენ, ბუსუსებიან პრეზერვატივებს განიხილავენ" - ჩერნოვეცკი პენსიონერებს 500-ლარიან პენსიას ჰპირდება
06-02-2016, 04:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ განაცხადა, რომ საქართველოში პენსიის 500-ლარამდე გაზრდის შესაძლებლობა რეალურად არსებობს.

 

 

მისი თქმით, თუ ხელისუფლება უარს იტყვის პრემიებზე, გაყიდის სამინისტროების შენობებს და დაახლოებით ნახევარ მილიონ ადამიანს, რომელსაც არ ესაჭიროება დაზღვევა, დაზღვევას მოუხსნის, გაჩნდება იმის შესაძლებლობა რომ პენსიები საგრძნობლად გაიზარდოს, მაგრამ ჩერნოვეცკის შეფასებით, იმის ნაცვლად, რომ პარლამენტში პენსიის გაზრდაზე ფიქრობდნენ, „ბუსუსებიან პრეზერვატივებს განიხილავენ“.

 


ამის შესახებ ჩერნოვეცკიმ ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუში ისაუბრა.

 


„მოდით, გეტყვით საიდან ავიღებ მე ამ ფულს. ჩვენ ყველას გვაქვს 200-ლარიანი დაზღვევა. არც მე და არც თქვენ დაზღვევა არ გვჭირდება. არ სჭირდება კიდევ ნახევარ მილიონ ადამიანს, მინისტრებს, მათ მოადგილეებს, ბიზნესმენებს, მერებს, მათ ეს დაზღვევა არ სჭირდებათ, თითქმის მილიარდია ეს თანხა. მე ჩემი თანამშრომლები დაზღვეული მყავს 500 ლარით. აი, ჩემი სახლი, ამ სახლში მუშაობს 40 ადამიანი. ჩემს საქველმოქმედო პროექტში ჩართული 100 ადამიანიც დავაზღვიე ასევე 500 ლარით. მათ საყოველთაო დაზღვევა არ სჭირდებათ. იცით, რას ვიტყვი? არსებობს ბევრი თაღლითური ფონდი, რომელიც უაზროდ ხარჯავს ფულს, რომელიც შექმნილია სხვადასხვა ჩინოვნიკის მიერ. მაგალითად, ქობულეთის მერი ფეხბურთზე ხარჯავს 2 მილიონს და ამ დროს მას ხალხი უკვდება ავადმყოფობით და შიმშილით. რა ფეხბურთზეა ლაპარაკი ამ დროს ქობულეთში? თან 2 მილიონი. რამდენი ასეთი მერი, მინისტრია, რომელიც ასე ტყუილა ფანტავს ფულს. ესეც მილიარდი ლარი. იმის ნაცვლად, რომ პარლამენტში პენსიის გაზრდაზე ფიქრობდნენ, ბუსუსებიან პრეზერვატივებს განიხილავენ. გეტყვით, ფული საიდან უნდა მოიტანონ. გაყიდონ სამინისტროების შენობები და გაჭირვებულ ხალხს მისცენ ეს ფული. მე რომ კიევის მერად მივედი, 1-მილიარდიანი ბიუჯეტი 5 მილიარდამდე გავზარდე. როცა მე კიევის მერი ვიყავი, 49 მილიონ დოლარს ვიხდიდი პენსიებისთვის. მე გამოვძებნე ეს თანხა. მე რეალისტი ადამიანი ვარ, რეალური იდეებით და ვიცი, რა როგორ უნდა გაკეთდეს. გადავითვალოთ ბიუჯეტი და თანხები, რომელიც არასწორად იხარჯება, მათ შორის, ეს ხალხის გამაღიზიანებელი პრემიები , რომელსაც მინისტრები და მათი მოადგილეები საკუთარ თავებს თვითონვე უწერენ. ეს ყველაფერი უნდა გაუქმდეს, ხალხს უნდა დაუდგინდეს, რეალურად რამდენი უნდა ჰქონდეს პენსია,“ განაცხადა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი