ბაჩო კიკაბიძე: ""მაესტრო 24"-მა ავტორიზაცია აგვისტოში გაიარა
06-02-2016, 05:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ტელეკომპანია "მაესტროს" დამფუძნებელის ბაჩო კიკაბიძის განცხადებით, "მაესტრო 24"-ის ეთერში გაშვებას რამდენიმე თვეა გეგმავს. როგორც კიკაბიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არხმა ავტორიზაცია აგვისტოში გაიარა.

 

 

"დაახლოებით, აგვისტოს დასაწყისში გავიარე ავტორიზაცია. მას შემდეგ ყოველდღე ვაპირებ არხის გაშვებას და გუშინ იყო ეს დღე, როცა არხი ეთერში გავიდა. ამ წუთში მისი დაფარვის ზონების გაფართოვებაზე ვზრუნავ. როგორც კი ამ პროცესს დავასრულებ ეტაპობრივად ყველაფერს მოგახსენებთ, ვინ იმუშავებს და როგორი ფორმატის იქნება. არ სჭირდება ამას დიდი დაფინანსება. რაც უფრო აფართოვებ ტელევიზიას და ზრდი, რა თქმა უნდა, დაფინანსების მოთხოვნაც იზრდება. როგორც კი მულტიპლექს ოპერატროში ჩავერთვები, იმ წუთში შეწყდება რადიო მაუწყებლობა და ყველა იმ სტანდარტს დავაკმაყოფილებ, რაც კომუნიკაციის ეროვნული კომიისიის კანონით არის საჭირო", - განაცხადა კიკაბიძემ.

 

 

"მაესტროს" დამფუძნებლებმა ძმები გაჩეჩილაძეებისგან დამოუკიდებლად, ახალი ტელეკომპანიის - "მაესტრო 24"-ის მაუწყებლობა დაიწყეს.

 

 

ბაჩო კიკაბიძის განცხადებით, მის მფლობელობაში არსებულმა "მაესტრო 24"-მა ფუნქციონირება "TV 11"-ის სიხშირეზე დაიწყო.

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შექმნილი ვითარების გათვალისწინებით შპს "სტუდია მაესტროს" და შპს "ტელეკომპანია მაესტროს" გუშინ წერილობით მიმართა. მარეგულირებელი კომისია ილია კიკაბიძის შპს "ტელეკომპანია მაესტროს" მიმართავს, კომისიას წარუდგინოს დამატებითი დოკუმენტაცია. კერძოდ, კომუნიკაციების კომისია ითხოვს, ილია კიკაბიძის შპს-მ წარადგინოს "ტვ11"-ზე მაუწყებლობის შემთხვევაში რას და როგორ აპირებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი