თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ თაიპ ერდოღანი კრემლის ლიდერთან დაკავშირებას ცდილობს, - ამის შესახებ თურქული მედიის ცნობით, ერდოღანის პრეს-სპიკერმა, იბრაჰიმ კალინმა განაცხადა.
"ერთი მხრივ, პუტინი თავს არიდებს ერდოღანთან კონტაქტს და, მეორე მხრივ, აცხადებენ, რომ ჩვენ არავინ გვეკონტაქტებაო. ასეთია რეალობა", - აცხადებს პრეს-სპიკერი.
იბრაჰიმ კალინის თქმით, რუსეთმა 29 იანვარს კიდევ ერთხელ დაარღვია თურქეთის საჰაერო სივრცე. ამას გარდა, პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ სირიაში რუსეთის ავიაიერიშების მიზანს არა ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობის დაცვა წარმოადგენს.
რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც გასული წლის 24 ნოემბერს, ანკარამ რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.