ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიმოთესუბანში ბიძინა კუჭავას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა მიმდინარეობს. ჩხრეკას კუჭავას ოჯახის ადვოკატი ნათია კორკოტაძე და გარდაცვლილის მეუღლე, მარინა ნიკოლოზაშვილი ესწრებიან.
ჩხრეკის დაწყებამდე ადვოკატსა და გამომძიებელს შორის კამათი მოხდა. ადვოკატი ნათია კორკოტაძე აცხადებს, რომ განჩინებაში, რომელიც 2016 წლის 6 თებერვლითაა დათარიღებული, წერია, რომ სახლის შესასვლელი ნაწილის დათვალიერება გუშინ ჩატარდა.
ადვოკატი და გარდაცვლილის მეუღლე სწორედ ამ ფაქტს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ თუ დღეს ჩხრეკის ჩატარებასთან დაკავშირებით ოჯახს აცნობეს, გუშინ რატომ არ მიაწოდეს ინფორმაცია ტიმოთესუბანში მდებარე საცხოვრებელი სახლის შესასვლელის დათვალიერებაზე და ამ პროცესს რატომ არ დაასწრეს ადვოკატი ან ოჯახის წევრები.
ადგილზე მყოფი სამართალდამცავები კომენტარს არ აკეთებენ. ჩხრეკის სამუშაოებს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენელბი ატარებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.