ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში ხანძრის შედეგად დაზარალებული შვიდსულიანი ოჯახი მუნიციპალიტეტის გამგებელმა, სულხან ევგენიძემ მოინახულა. ქობულეთის გამგეობის ცნობით, გამგებელი დაზარალებულებს შესაძლებლობების ფარგლებში დახმარებას დაჰპირდა.
ხანძარი სახლის პირველ სართულზე გაჩნდა, შემდეგ კი მეორე სართულს მოედო. ორსართულიან კაპიტალურ შენობაში დაიწვა საყოფაცხოვრებო ნივთები და განადგურდა ტექნიკა. შვიდსულიანი ოჯახი ამჟამად ნათესავებთანაა გადაყვანილი. დაზარალებული ოჯახის მდგომარეობის შესწავლას სტიქიის შემსწავლელი ადგილობრივი კომისია ორშაბათიდან დაიწყებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.