მილტონ ჰეიგი: ქართული რაგბის მომავალი საიმედო ხელშია
06-02-2016, 08:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქართული რაგბის მომავალი საიმედო ხელშია, - ამის შესახებ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა, გერმანიის ეროვნულ ნაკრებთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ავჭალის მედია-დარბაზში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

 

 

"მიზნად მეტოქის წნეხის ქვეშ მოქცევა გვქონდა დასახული და მიუხედავად იმისა, რომ პირველ 15 წუთში ბევრი შეცდომა დავუშვით, ეს მაინც მოვახერხეთ. ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები გვყავს და ადრინდელ ნათქვამს კვლავ გავიმეორებ - ჩვენი რაგბის მომავალი საიმედო ხელშია!

 


ამის გარდა, გუნდის ლიდერებსაც გამოვარჩევ. ზოგადად, იდეალურია მოდელი, როდესაც გუნდში ახალი ტალანტები ასაკიან ლიდერებზე არიან მორგებულნი. ფაქტია, დღეს ამ მოდელმა გაამართლა. ჩვენი მიზანია, დინამიური თამაში პრაქტიკაში ვისწავლოთ.

 


დიდი იმედი მაქვს, რომ ტრავმირებული მორაგბეები პორტუგალიასთან თამაშისას შემოგვიერთდებიან," - განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

 


საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა გერმანიის ნაკრები ანგარიშით 59:7 დაამარცხა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი