პაატა ბურჭულაძე: საზოგადოება არის გახლეჩილი ორად, ასე გაგრძელება არ შეიძლება
06-02-2016, 08:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქუთაისში "საქართველოს განვითარების ფონდის" ოფისი გაიხსნა. ფონდის დამფუძნებელი ქუთაისის ქუჩებში ადგილობრივებსაც გაესაუბრა და მათი პრობლემები მოისმინა. დღესვე პაატა ბურჭულაძე სასტუმრო "ბაგრატში" შეკრებილ ადგილობრივებსაც შეხვდა, სადაც მან და თემატური ჯგუფის ხელმძღვანელებმა მოსახლეობას ფონდის ხედვები და მიზნები გააცნეს.

 


"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქუთაისელებს ასეთი თბილი დახვედრისთვის. დღეს საზოგადოება არის გახლეჩილი ორად, ასე გაგრძელება არ შეიძლება. ჩვენ პატარა ერი ვართ და უნდა გავერთიანდეთ. რეგიონებში მდგომარეობა არის კატასტროფული, ვითარება სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა და საქართველო სწორ გზაზე უნდა დავაყენოთ", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

 


პაატა ბურჭულაძე ქუთაისელებთან ერთად ბოტანიკურ ბაღს ესტუმრა და ბაღის ცენტრალურ ნაწილში ნაძვი დარგო.

 

 

 

კომენტარები: 1
#1   zurabi
      
ყველაფერი ხალხის და ქვეყნის სასიკეთოდ გადაწყდება მხოლოდ რელური დამოუკიდებლობის პირობებში, სამწუხაროდ ამისათვის არცერთი ორგანიზაცია და პარტია არ იბრძვის და თავის სამოქმედო გეგმაში არ აქვს მოცემული! მხოლოდ ერთი ორგანიზაციაა ასეთი "მოძრაობა სიცოცხლისათვის" რატომ გვინდა თავისუფლება, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი! ჩვენ ვპასუხობთ:
დღეს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა უმუშევარია, გაღატაკებულია და სულერად თუ ფიზიკურად გადაგვერებისა და გნადგურების პირასაა მიყვანილი. უიმედობა და ნიჰილიზმი სუფევს, ხოლო მცირე ნაწილი ვინც სული გაყიდა და მტრის სამსახურში ჩადგა, ქვეყნის სათავეშია მოქცეული. შექმნილი აქვთ მონოპოლიები და გადაჭარბებით ასრულებენ გარედან შემოსულ დავალებებს თუ დირექტივებს, ათასჯერ უფრო მძიმე მდგომარეობაში აყენებენ მოსახლეობას ვიდრე გარედანაა მითითებული. მთი მიზანია რაც პრაქტიკულად კიდევაც შესრულდა, ეს არის მწარმოებელი ქვეყანა მოსამსახურე და მოჯამაგირედ აქციონ და არ მიეცეს საშუალება ჩამოყალიბდეს მწარმოებელ სახელმწიფოდ. მაშინ, როდესაც საქართველო მდიდარია სამკურნალო თუ სასმელი წყლებით, რომლიც მარაგითა და უნიკალურობით გამორჩეულია მთელ მსოფლიოში, მითუმეტეს პოსტსაბჭოთა სივრცეში, გვაქვს უნიკალური კურორტები როგორიცა წყალტუბო და მრავალი სხვა. ასევე გამოვირჩევით ბუნებრივი რესურსებით, რომელიც მხოლოდ ჩვენ გაგვაჩნია, როგორიცაა მარგანეცი, ბაზალტი და კიდევ მრავალი სხვა, არ ვამბობ ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებაზე, რომლიც იგნორირებულია და გლეხი კაცი უმძიმეს მდგომარეობაშია ჩაყენებული. მინდა ხაზი გაუსავა ჩვენი ერის, გონებრივ შესაძლებლობებაზე, განვითარებაზე და გამოყენებაზე, მის ბუნებრივ ნიჭიერებაზე, ისტორიასა და კულტურაზე და რატომ უნდა ვიყოთ ასე და რა არის მიზეზით, ვართ გაღატაკებული და დაღუპვის პირას! იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ დამოუკიდებელი, თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა, რომ ჩვენ გვმართავს გარედან თავსმოხვეული გამყიდველებისა და მედროვეების ხროვა, უცხო იდეოლოგია, ეს არის ჩვენი უბედურების, სღატაკის და დეგრადირების მიზეზთა მიზეზი! ზუსტად იმისათვის, რომ ჩვენი მოსახლეობა იყოს მდიდარი და სულიერად ამაღლებული, დავძლიოთ ყველა პრობლემა, შევძლოთ ღირსეული ცხოვრება და ღვთის მიერ ბოძებული ქვეყანა-განძი კეთლღეობის სამსახურში ჩავაყენოთ და არა მტრის სამსახურში მყოფ ერთეულების ხელში!!! დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში აუცილებლად გადაწყდება შემდეგი საკითხები: 1)სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა --- კანონი ყველასათვის ერთია, კანონის წინაშე ყველა თანაბარია ---- სამართლიანობა 2)სოციალური გარანტია, სოციალური სამართლიანობა. ადამიანის უფლება იშრომოს და ჰქონდეს უსაფრთხო გარემო, გარანტირებული მომავალი მას, მის ოჯახს და მომავალ თაობას! 3)პიროვნება უნდა გრძნობდეს თავის საჭიროებას, საზოგადოებაში შეეძლოს თავისი თავის რეალიზება, როგორც პიროვნებას, მოქალაქეს, თავისი ქვეყნის პატრიოტს და ზოგადად ადამიანს! 4) ძლიერი ოჯახები ძლიერი სახელმწიფოს საფუძველია! 5)მატერიალურად უზრუნველყოფილი და სულიერად მდიდარი ადამიანი ჩვენი პოლიტიკის მთავარი შედეგი იქნება! 6) აუცილებლაია ხელისუფლებაში არჩეული პიროვნებების დაპირებების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოწვევის გამარტივებული კანონი. ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაა ჩვენი მიზანი, რაც უშუალოდ დამოკიდებულია ქვეყნის რეალურ დამოუკიდებლობაზე, ამის მისაღწევად კი საჭიროა ეროვნული კონსოლიდაცია, ეს არის გზა ყველა პრობლემის გადაწყვეტისა!!!"
8 თებერვალი 2016 00:00
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი