ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ოფიციალურ თარიღად 15 ივნისი განისაზღვრა
14-04-2014, 13:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მთავრობამ არჩევნების თარიღთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება მოიწონა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ოფიციალურ თარიღად 15 ივნისი განისაზღვრა.

 


მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ განუცხადა, რომ პრეზიდენტის განკარგულება ძალაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე შევა.

 

 

"პრეზიდენტმა 10 აპრილს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც არჩევნების სავარაუდო თარიღად დადგინდა 2014 წლის 15 ივნისი. დღეს მთავრობამ ამ აქტით კონტრასიგნაცია მოახდინა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014 წლის 15 ივნისს დაინიშნა. ამის შემდეგ ის ისევ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაიგზავნება შემდეგ კი გამოქვეყნდება ცესკოს ვებგვერდზე და ძალაში შევა სწორედ ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე", - აღნიშნა თადუმაძემ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი