თეთნულდის სათხილამურო ტრასები საქართველოში ყველაზე გრძელი იქნება
06-02-2016, 09:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კურორტ თეთნულდის ინფრასტრუქტურული სამუშაოების პირველი ფაზა დასრულდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, დღეს მოეწყო საბაგიროს გაშვება სატესტო რეჟიმში, რომელსაც ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო.

 

 

ვიცე–პრემიერმა დაათვალიერა შესრულებული სამუშაოები და გაეცნო ინფორმაციას კურორტის განვითარების შემდგომი ეტაპების შესახებ.

 


ქუმსიშვილი ასევე მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის თემის სოფლების მცხოვრებლებს გაესაუბრა, სადაც სამთო–სათხილამურო კურორტი თეთნულდი უნდა განვითარდეს.

ეკონომოკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მოსახლეობამ აღნიშნული სიახლის მიმართ დიდი ინტერესი გამოთქვა.

 


ღონისძიებას ასევე დაესწრნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია დარჩიაშვილი, ფრანგული კომპანია "პომას" ვიცე–პრეზიდენტი ქრიატიან ბუვიე და სხვა მოწვეული სტუმრები.

 

 

"თეთნულდზე პირველი, სამნახევარ კილომეტრიანი საბაგირო გაიხსნა. მინდა ყველას მივულოცო და ყველა გავახარო, საბაგირო იქნება უფასო, ტრასები არის იდეალურ მდგომარეობაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვექნება ოფიციალური გახსნა და დიდი ზეიმი აღნიშნული საბაგიროს და ტრასების გახსნის, თუმცა მინდა დღეს უკვე ყველას დიდი მადლობა გადავუხადო ვინც მონაწილეობა მიიღო, აღნიშნულის როგორც დაპროექტებაში, ისე შემდეგ მშენებლობაში. მთის კურორტების სააგენტო დაიწყებს უკვე აქ ოპერირებას, გადამზადებული არიან ადგილობრივი თემებიდან ის თანამშრომლები, რომლებიც საჭიროა აქ მუშაობისათვის. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ძალიან ბევრი ტურისტი გვეყოლება. აქ იქნება ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასები საქართველოში და შესაბამისად იქნება გადანაწილებული სირთულეების მიხედვით, როგორც დამწყებთათვის, ასევე ძალიან პროფესიონალებისათვის. კურორტი უნიკალურია. აქ იქნება ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასები საქართველოში და ის მოემსახურება როგორც დამწყებ, ისე პროფესიონალ სპორტსმენებს", – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

 

"კურორტი თეთნულდი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "მთის კურორტების განვითარების კომპანიის" მენეჯმენტში გადავიდა, მისი ინფრასტრუქტურული სამუშაოების პირველი ფაზა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ წარმატებით დაასრულა.

 

 

ამ ეტაპზე კურორტზე არის ექვსადგილიანი სავარძლის ტიპის ერთი საბაგირო, რომლის მშენებლობაც საბაგიროების მწარმოებელმა ფრანგულმა კომპანია "პომამ" უზრუნველყო.

სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა.

 

 

პროექტი 100 მილიონი ლარის ღირებულებისაა და მას საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოს მთავრობა აფინანსებს.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, თეთნულდის სათხილამურო ტრასა ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი (9.5 კმ) და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონე (1.7კმ) იქნება. თეთნულდის სათხილამურო ტრასის საერთო სიგრძე ამ დროისთვის 7 კილომეტრია, აქედან ყველაზე გრძელი მონაკვეთი 3,5 კილომეტრია. თუმცა 2016 წლისთვის დაგეგმილია სასრიალო გზის 30 კილომეტრამდე გაზრდა. (სასრიალო გზის კლასიფიკაცია შემდეგია: ლურჯი - მოყვარულთათვის, წითელი - პროფესიონალებისთვის და შავი- ექსპერტებისთვის).

 

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,მთის კურორტების განვითარების კომპანიამ" კურორტის პოპულარიზაციისთვის მესტია-თეთნულდი, თეთნულდი-მესტიის მიმართულებით ავტობუსი დანიშნა, რომელიც ტურისტებს უფასოდ მოემსახურება. ასევე, მთელი სეზონის განმავლობაში, საბაგიროს მომსახურებაც იქნება უფასო.

 

 

სპეციალისტების დასკვნით, თეთნულდი ერთდროულად 6806 დამსვენებლის მიღებას შეძლებს. სათხილამურო კომპლექსი კი ერთდროულად 4100 მოთხილამურეს მოემსახურება. უნიკალური კურორტი ტურისტებს ოთხივე სეზონის განმავლობაში უმასპინძლებს. სათხილამურო პერიოდი კი 6-7 თვემდე გახანგრძლივდება.

კურორტ თეთნულდზე მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება. კურორტ "თეთნულდის" მშენებლობა 2014 წლის მაისში დაიწყო და 2016 წლის იანვარში დასრულდა. კურორტი ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, მესტიიდან კი 15 კილომეტრში მდებარეობს", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები: 36
#36   Kelsey
      
References:


Instant bank transfer casino australia patchweight11.werite.net
22 ოქტომბერი 2026 23:51
#35   Aileen
      
References:


Bpay pokies app BPay accepted online casinos
21 ოქტომბერი 2026 17:49
#34   Alfred
      
References:


Osko casino welcome bonus osko compatible pokies
20 ოქტომბერი 2026 13:58
#33   Gerard
      
References:


Online casinos accepting wire transfer australia http://www.bzsbs.cn/home.php?mod=space&uid=1389484
20 ოქტომბერი 2026 10:14
#32   Aleida
      
References:


Online casino bank transfer Australia test-sida.noads.biz
19 ოქტომბერი 2026 23:51
#31   Suzanne
      
References:


MiFinity casino table games Australia http://dle1.31-6kc3bfr2e.рф/user/carsense2/
19 ოქტომბერი 2026 06:34
#30   Rodolfo
      
References:


Pokies that take bpay https://docs.monadical.com/VShC_O4TSJ-EOFW5i8AQdQ
18 ოქტომბერი 2026 15:40
#29   Fanny
      
References:


Mobile pokies bpay https://chuangu.xyz/
18 ოქტომბერი 2026 14:22
#28   Del
      
18 ოქტომბერი 2026 02:44
#27   Andra
      
References:


Paysafe gambling sites canada https://sonnik.nalench.com
17 ოქტომბერი 2026 06:28
#26   Johnny
      
References:


Casinos with direct bank transfer safe casino bank transfer
16 ოქტომბერი 2026 04:19
#25   Ladonna
      
15 ოქტომბერი 2026 22:45
#24   Demetrius
      
References:


Payid casino online pokies pbase.com
15 ოქტომბერი 2026 02:14
#23   Freya
      
References:


Payid pokies welcome bonus play56.net
14 ოქტომბერი 2026 22:40
#22   Florentina
      
References:


Top 10 payid pokies VIP payid pokies australia
14 ოქტომბერი 2026 20:09
#21   Andra
      
References:


No deposit payid pokies australia skaarup-samuelsen-4.blogbright.net
14 ოქტომბერი 2026 18:20
#20   Nannie
      
References:


Pokies sites that take payid fast payout payid pokies
14 ოქტომბერი 2026 16:06
#19   Titus
      
References:


Payid pokies real money australia payid accepted pokies
14 ოქტომბერი 2026 14:46
#18   Stella
      
References:


Payid pokies real money no deposit https://philosophywiki.space/
14 ოქტომბერი 2026 07:02
#17   Bailey
      
References:


Instant withdrawal payid pokies http://git.kidsrkidschina.com
14 ოქტომბერი 2026 05:23
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი