საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა. სამუშაო ლანჩს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ესწრებოდნენ.
შეხვედრის ძირითადი თემები საქართველოში დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტები, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო.
მომავალ კვირას საქართველოს საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან, რის შემდეგაც დაგეგმილია საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის და ევროსაბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპუის ვიზიტები.
ელჩებთან შეხვედრაზე საუბარი უკრაინასა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებსაც შეეხო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.