ჯვრისწერას შესაძლოა იურიდიული ძალა მიენიჭოს - იუსტიციის სამინისტროს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა
07-02-2016, 03:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჯვრისწერას, შესაძლოა, იურიდიული ძალა მიენიჭოს. აღნიშნულს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს. პროექტი პარლამენტში ჯერ არ არის დარეგისტრირებული, თუმცა ასახულია 2016 წლის საგაზაფხულო სესიაზე მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარსადგენ კანონპროექტთა ნუსხაში.

 

 

"იმ წყვილებს შორის, რომლებიც რელიგიურ ქორწინებაში იმყოფებიან, სამოქალაქო უფლება-მოვალეობები არ წარმოიშობა თანაცხოვრების დასრულების შემდეგ, ან ერთ-ერთი მათგანის გარდაცვალების შემთხევაში მეორეს არ წარმოეშობა არანაირი ქონებრივი უფლება. პროცედურულ და ფინანსურ სირთულეებთანაა დაკავშირებული რეგისტრირებული ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვის მამობის აღიარების საკითხიც, რაც ასეთი ქორწინების გარეშე გაჩენილ ბავშვს არასახარბიელო სამართლებრივ მდგომარეობაში აყენებს.

 

 

"საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების" მე-3 მუხლის თანახმად, სახელმწიფო აღიარებს ეკლესიის მიერ შესრულებულ ჯვრისწერას, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამრიგად, კანონპროექტის მიზანია, ისეთი სამართლებრივი გარანტიების შექმნა, რომლითაც ჯვრისწერა წარმოშობს სათანადო სამართლებრივ შედეგებს.

 

 

ამისთვის მნიშვნელოვანია, შედგეს კონსენსუსი საპატრიარქოს, ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის და ჯვრისწერას მიენიჭოს იურიდიული ძალა. ჯვრისწრის შედეგებისთვის იურიდიული ძალის მინიჭების შემთხევვაში, იმ წყვილთა უფლებრივი მდგომარეობა, რომლებიც მომავალში პრიორიტეტს საეკლესიო წესით ქორწინებას მიანიჭებენ, კანონმდებლობით იქნება დაცული. გარდა ამისა, გამარტივდება დაქორწინებული წყვილების რაოდენობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების მოპოვებაც", -აღნიშნულია განმარტებით ნაწილში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი