ირაკლი ალასანია: "თავისუფალ დემოკრატებს" წინ ვერაფერი დაუდგება - ჩვენ გავიმარჯვებთ
07-02-2016, 04:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

დღეს "თავისუფალი დემოკრატები" წარმოვადგენთ ყველაზე მდიდარ ორგანიზაციას ადამიანური რესურსით, იდეობრივად და რაც ყველაზე მთავარია, ერთგულებით და პრინციპებისა და ღირებულებების თანმიმდევრული დაცვით - განცხადება ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ პარტიის თბილისის საქალაქო ორგანიზაციის კონფერენციაზე გააკეთა.

 

 

"სწორედ გაუტეხელობა, უკომპრომისობა, ჯიუტი ოპტიმიზმი არის საფუძველი, რაზეც "თავისუფალი დემოკრატები" საკუთარ პარტიასაც და საკუთარ თავსაც საზოგადოებაში გამოკვეთილად ვხედავთ. ჩვენი ამოცანაა ავამოქმედოთ ყველა მიძინებული პოტენციალი. ჩვენი ამოცანაა, მოვიხმოთ და გავაძლიეროთ ყველა რესურსი, გამოვიყენოთ ის გამოუყენებელი შესაძლებლობები, რომელიც დღეს უქმად არის ჩვენი ხელისუფლების დაუგეგმავი, არათანმიმდევრული, გულგრილი დამოკიდებულების გამო.

 

 

"თავისუფალ დემოკრატებს" წინ ვერაფერი დაუდგება, დღეს "თავისუფალი დემოკრატების" გამარჯვების დროა და ერთადერთი, რაც გამარჯვებისთვის გვჭირდება, დაუღალავი შრომაა ხალხთან ერთად. დარწმუნებული ვარ, 2016 წელს ჩვენ საქართველოს პარლამენტში გამარჯვებით შევალთ", - მიმართა დელეგატებს ირაკლი ალასანიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი