სუროგაციის გზით საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული ბავშვის ქვეყნიდან გაყვანაზე შესაძლოა კანონი გამკაცრდეს
07-02-2016, 05:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სუროგაციის გზით საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული ბავშვის ქვეყნიდან გაყვანაზე შესაძლოა კანონი გამკაცრდეს. ამასთან დაკავშირებით პარლამენტისთვის კანონპროექტის შეთავაზებას იუსტიციის სამინისტრო გეგმავს და ამაზე საუბარია 2016 წლის პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარსადგენ კანონპროექტთა ნუსხაში.

 

 

კერძოდ, იგეგმება პარლამენტში იმ შინაარსის კანონპროექტის ინიცირება, რომლის მიხედვით, სუროგაციის გზით საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული ბავშვის ქვეყნიდან გაყვანა მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი, თუ დაბადების მოწმობაში ორივე მშობლის ვინაობა იქნება მითითებული.

 

 

ცვლილება "საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ" კანონში უნდა შევიდეს.

 


"კანონპროექტის მომზადება იმ პრაქტიკულმა საჭიროებამ განაპირობა, რომელიც არსებობს სუროგაციის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული ბავშვის საქართველოდან გაყვანის საკითხებთან დაკავშირებით. ხშირია შემთხვევა, როდესაც სუროგაციის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული ბავშვის საქართველოდან გაყვანა არსებული რეგულაციების გვერდის ავლით ხორციელდება, რაც ტრეფიკინგისა და ადამიანით ვაჭრობის რეალურ საფრთხეს ქმნის. ამ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, მიზანშეწონილია კანონში გაიწეროს დებულებები, რომლებიც ხელს შეუშლის სუროგაციის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული ბავშვის საქართველოდან შემოვლითი გზებით გაყვანის მცდელობას, ამავდროულად, ზიანს არ მიაყენებს მცირეწლოვანი ბავშვის ინტერესებს", - აღნიშნულია განმარტებით ნაწილში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი