პრემიერ-მინისტრის მიერ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საარჩევნო კამპანიაში ჩართულ პირების დაკავებებთან დაკავშირებით გამოცხადებულ მორატორიუმს დადებითად აფასებს პრეზიდენტი მარგველაშვილი.
"რამდენადაც მახსოვს ანალოგიური მორატორიუმი გამოცხადებული იყო საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც და ვნახეთ, რომ ის ზომები, რომელიც მაშინ იყო შემოღებული, მუშაობდა ეფექტურად. შესაბამისად, შარშან ჩვენ ჩავატარეთ ევროპისთვის ჩვეულებრივი, მაგრამ საქართველოსთვის უპრეცედენტოდ თავისუფალი, ღია და კონკურენტული არჩევნები. შარშან გადადგმულმა ნაბიჯებმა აჩვენა, რომ ის იყო ეფექტური, შესაბამისად ამ მიმართულებით დანერგილი ტრადიციის გაგრძელება აზრიანად მიმაჩნია", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საკითხის კომენტირებისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.