ტელეკომპანია “მაესტრო”-ს ერთ-ერთი მეწილე მაკა ასათიანი თბილისში ჩამოვიდა და "მასტროს" გარშემო შექმნილი მდგომარეობა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთშასორისო აეროპორტში მოკლე კომენტარით შეაფასა.
„გია გაჩეჩილაძე ჩემი ოჯახის წევრია. ყველა ადამიანი უშვებს შეცდომას და ყველა შეცდომის გამოსწორება შეიძლება," განაცხადა მაკა ასათიანმა.
ასათიანი ამბობს, რომ დილიდან შეხვედრებს გამართავს როგორც "მაესტროს" თანამშრომლებთან, ასევე პარტნიორებთან, "მაესტროს" დამფუძნებლებთან და ძმებ გია და ლევან გაჩეჩილაძეებთან.
ასათიანს ჟურნალისტებთან კონკრეტულად არ უსაუბრია სტუდია მაესტროს წილების გასხვისების შესახებ.
აეროპორტში მაკა ასათიანს მაესტროს მოქმედი გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძეც დახვდა, თუმცა მან ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.