"ყველაფერს თავის დრო აქვს" - სალომე ზურაბიშვილი "საქართველოს გზას" "დამთავრებულად" მიიჩნევს და ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებაზე ფიქრობს
07-02-2016, 22:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი ქართულ პოლიტიკაში აქტიურ ჩართვაზე ფიქრობს და ამ მიმართულებით იგი უკვე გარკვეულ ჯგუფებთან შეხვედრებს მართავს. პარტია „საქართველოს გზის“ საპატიო თავმჯდომარე მის მიერ 10 წლის წინათ დაფუძნებულ პარტიას „დამთავრებულად“ მიიჩნევს და ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებაზე მიანიშნებს. მის გეგმებზე სალომე ზურაბიშვილმა გაზეთ „ვერსია“-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

 


ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ახლა იგი ქართულ პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებს აკვირდება და გადაწყვეტილებას ამის მიხედვით მიიღებს.

 


“პოსტსაბჭოთა მანკიერი გამოცდილებიდან უნდა გამოვიდეთ – ადამიანების მოზიდვა მხოლოდ ფულით არაა შესაძლებელი. ძალიან კარგია, როცა არჩევნების შემდეგ ერთ პარტიას არ აქვს სრული უმრავლესობა და იძულებულია, პარტნიორები პარლამენტში მონახოს. თუმცა თუ საუბარი იმაზეა, რომ უმრავლესობის შიგნით „ოცნებას“ „სატელიტები“ ეყოლება, ეს ქართულ პოლიტიკაში არც ახალია და არც საინტერესო.

 

 

არ ვიცი, ბურჭულაძე რა თამაშს თამაშობს რეალურად და არც იმას გამოვრიცხავ, უმრავლესობის შემავსებელი მაინცდამაინც „ოცნებისთვის” იყოს და არა მეორე მხარისთვის. ნაციონალებსაც აწყობთ პარლამენტში ,,სატელიტების“ ყოლა და შედეგად, იგივე რეალობას მივიღებთ – კვლავ ორი პოლუსი იქნება, რომელსაც თავისი „სატელიტები“ ეყოლება, ეს კი საერთო სურათს არ გვიცვლის. ამ ვითარებას იმიტომ ვაკვირდები, რომ თავად გადავწყვიტო, მიღირს თუ არა ამ ბრძოლაში ჩაბმა. მინდა, შევქმნა ის ძალა, რომელიც საქართველოს სჭირდება და ჩემი გუნდი სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებით დავაკომპლექტო. თუმცა ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, რა სურათი გამოიკვეთება და რეალურად, ვინ როგორ დაჯგუფდება,“ აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა და დაამატა, რომ ამ მიმართულებით შეხვედრები უკვე დაწყებული აქვს.

 

 

„უკვე ვაწარმოებ შეხვედრებს პროფესიონალებთან, ვინც დღეს თავ-თავიანთ საქმეში არიან ჩართულნი და შესაბამის დარგებში საკუთარი ხედვებიც გააჩნიათ, თუმცა დღეს პოლიტიკისგან შორს არიან. პირველ რიგში, ამ გუნდის შესაძლებლობებში უნდა დავრწმუნდე და მეორე – უნდა გამოჩნდეს, რა პოლიტიკური სპექტრი მონაწილეობს არჩევნებში, ვინ ვისთან ერთიანდება და ვინ ვისი „სატელიტია“, არის თუ არა რეალური შანსი, რომ არჩევნებში ჩართვა ღირდეს და ა.შ.“ - განაცხადა საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა.

 

 

შეკითხვაზე - ახალი პარტიის შექმნაზეა საუბარი თუ „საქართველოს გზის“ გაძლიერებაზე, - სალომე ზურაბიშვილი პასუხობს:

 


„ის პარტია დამთავრდა, ყველაფერს თავის დრო აქვს. თუ რამეს გავაკეთებ, ეს სრულიად ახალი ძალა იქნება, რომელიც საინტერესო იდეებით პარლამენტში შესაბამის ადგილს დაიკავებს,“ განუცხადა „ვერსიას“ ზურაბიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი