ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ექსპერტების მიერ "გაზპრომთან" დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებებს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ მათი განცხადებები პოლიტიკურად ანგაჟირებულია.
"ექსპერტების შეფასებები, საერთოდ სიტყვა "ექსპერტი" ზოგიერთის განცხადებების შემდეგ გაუფასურდა. სისულელეებზე საუბარს ჯობია, მოვიდნენ და ნებისმიერ საკითხზე ინფორმაციას მივაწვდი. ისინი "ნაცმოძრაობის" გზას ადგანან და უნდათ, ამ საკითხს პოლიტიკური ელფერი შესძინონ.
”ნოემბერში, მათ გამოგზავნილ კითხვებს პასუხი სრულად გავეცით, თუმცა მას შემდეგ ახალი საკითხებიც წამოიჭრა... საერთოდ, გულგრილად ვუყურებ ამ ყველაფერს, რადგან დარწმუნებული ვარ, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხზე ვმუშაობ. წარმოიდგინეთ, ბუნებრივი აირის გარეშე თუნდაც ერთი მოქალაქე რომ დარჩენილიყო, ამას რა მოჰყვებოდა...
დღეს ”გაზპრომის” წილი გაზით მომარაგებაში მხოლოდ 10 %-ია, თუ დამატებით მოცულობაზე შევთანხმდებით, ეს წილი მხოლოდ 12-13 %-მდე გაიზრდება. რა რისკი უნდა ჰქონდეს ქვეყანას, თუ სხვა სახელმწიფოზე 13 %-ით არის დამოკიდებული? დღეს გაზის მოცულობის მხოლოდ 3 %-ით გაზრდაა აუცილებელი, რადგან ”სოკარი” საჭირო მოცულობას ვერ გვაწვდის”, - აღნიშნავს ენერგეტიკის მინისტრი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.