გიორგი კვირიკაშვილი: არ ვიცოდი "მაესტროში" რაც ხდებოდა, თორემ შესაძლოა თავი შემეკავებინა გია გაჩეჩილაძესთან შეხვედრისგან
08-02-2016, 02:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, გია გაჩეჩილაძესთან ("უცნობი") შეხვედრის დროს "მაესტროში" შექმნილი სიტუაციის შესახებ რომ ცოდნოდა,"სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად" შესაძლოა აღნიშნული შეხვედრისგან თავის შეეკავებინა.

 

 

ამის შესახებ კვირიკაშვილმა ჟურნალისტბს "მაესტროს" ირგვლივ განვითარებული მოვლენების და გია გაჩეჩილაძესთან მისი შეხვედრის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

 

 

"არავისთან არაფერი დასამალი არ მაქვს. საერთოდ არ მახასიათებს ტყუილი, მაქვს ტყუილის აუტანლობა. 23:00 საათზე შევხვდი. ამ სპეკულაციებზე აღარ შემიძლია უკვე პასუხების გაცემა. 23:00 საათი სამუშაო დრო, მე მგონი, არ არის და მქონდა საუბარი გიორგი გაჩეჩილაძის ერთ-ერთი მეგობრის თაობაზე, რომელსაც წინა ხელისუფლების პერიოდში რაღაც პრობლემები ჰქონდა. ეს იყო და ეს. პრინციპულად არ შევხვდი მეორე მხარეს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ჩაითვლებოდა, რომ მე კონფლიქტის ერთ-ერთ მხარეს შევხვდი. იმასაც ვიტყვი აბსოლუტურად გულახდილად, რომ საერთოდ არ ვიცოდი, ეს სიტუაცია თუ ხდებოდა "მაესტროში", რომ მცოდნოდა, ალბათ, ცოტა სხვანაირად მოვიქცეოდი და შეიძლებოდა თავი შემეკავებინა შეხვედრისგან, ამხელა სპეკულაციები და მითქმა-მოთქმა რომ არ გამომეწვია. ამაზე მეტი სიმართლე რა გითხრათ, არ ვიცი", - განუცხადა კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი