პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, "გაზპრომის" საკითხი ამოწურულია და პლატფორმა "დაიცავი თავისუფლებასთან" შეხვედრის ფორმატში ამ თემის გაგრძელების საფუძველი არ არსებობს.
"მე ვხვდები არასამთავრობო სექტორის ძალიან ბევრ წარმომადგენელს და მაქვს გარკვეული განრიგი. არ ვიცი, კონკრეტულად რას ეხება. "გაზპრომის" თემას თუ ეხება, მე არ მაქვს არანაირი საფუძველი იმისა, რომ ეს თემა და ამ ფორმატში განხილვა გავაგრძელო. მე მგონია, რომ ეს საკითხი ამოწურულია, იმიტომ რომ არანაირ სტრატეგიულ მოლაპარაკებებზე საუბარი არ არის. წმინდა ტექნიკური ხასიათის პრობლემების აღმოფხვრაზე იყო საუბარი და მე მგონია, რომ სრულიად უსაფუძვლოა ამასთან დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციების გაგრძელება", - განაცახდა კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.