ილია მეორე: დიდგორის ომი სიმბოლოა საქართველოს გამარჯვებისა
08-02-2016, 03:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდგორის ომი თითქოს არ დამთავრებულა და სიმბოლო არის საქართველოს ბრძოლისა და გამარჯვებისა, – ამის შესახებ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სიონის მიძინების ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა პარაკლისის დაწყებამდე ბრძანა.

 

 

სიონის ტაძარში წმინდა დავით აღმაშენებლის დღესასწაულთან დაკავშირებით პარაკლისი დასრულდა. პარაკლისი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ტაძრის მღვდელთმსახურებთან ერთად გადაიხადა. ტაძარში ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ლადო პაპავა და სხვა პირები იმყოფებოდნენ.

 


"გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის დღეს. ეს დღესასწაული განსაკუთრებულია საქართველოსთვის, ჩვენთვის. წმინდა დავით აღმაშენებელი თითქოს გახდა სიმბოლო საქართველოსთვის. მისი თავდადებული მოღვაწეობა მაგალითია ჩვენთვის. 16 წლის ჭაბუკს დაადგეს უმძიმესი გვირგვინი მეფობისა და მან გამოიჩინა საოცარი სიბრძნე, ანალიტიკური აზროვნება, წინდახედული გეგმები. დიდგორის ომი თითქოს არ დამთავრებულა და სიმბოლო არის საქართველოს ბრძოლისა და გამარჯვებისა", - განაცხადა პატრიარქმა ქადაგებისას.

 

 

უწმინდესის თქმით, წმინდა დავით აღმაშენებელს საოცარი გონება გააჩნდა. იგი აღზრდილი იყო სასულიერო პირის მიერ. პატრიარქის განცხადებით, ჩვენთვის ეს დღესასწაული განსაკუთრებულია იმითაც, რომ ამ დღეს ეკურთხა ჩვენი "ალმა მატერი" სახელმწიფო უნივერსიტეტი".

 

 

"მრავალმა სასულიერო პირმა დაამთავრა ეს სასწავლებელი. დავით აღმაშენებელის სიტყვები, როცა გელათის აკადემია დაარსდა, რომ ეს უნდა ყოფილიყო ახალი ათენი და მეორე იერუსალიმი თავისი მეცნიერებითა და სულიერებით, ეს თითქოს გადმოვიდა ჩვენს სასწავლებლებზე და ყოველი სასწავლებელი უნდა ხელმძღვანელობდეს ამ გეგმით, სულიერი სიმაღლით", - განაცხადა პატრიარქმა ქადაგებისას.

 

 

უწმინდესმა დღევანდელი დღე უნივერსიტეტის რექტორს ლადო პაპავას, რექტორატს, პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს და იქ მომუშავე პირებს მიულოცა.

"ღმერთმა ინებოს დავით აღმაშენებლის ლოცვით მშვიდობა სუფევდეს საქართველოში და ჩვენს ეკლესიაში", - აღნიშნა პატრიარქმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი