საგამოცდო ცენტრში აპლიკანტის ქცევის წესში სიახლეა
08-02-2016, 05:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საგამოცდო ცენტრში აპლიკანტის ქცევის წესში სიახლეა. შესაბამისი ჩანაწერის საჭიროება შარშან, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი აბიტურიენტის გამოცდაზე გამოცხადებამ განაპირობა.

 

 

"მართლაც უცნაური იყო შარშანდელი შემთხვევა, რადგან ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, შემუშავებული წესებით ძალიან ნათელი და მკაფიო თუ არ იყო, რომ ნასვამ მდგომარეობაში არ შეიძლება ადამიანის საგამოცდო ცენტრში გამოცხადება. რადგან ასეთი სახის პრობლემა გაჩნდა, წესებში უკვე დეტალურად მითითებული იქნება რა შემთხვევაში არ შეიძლება აპლიკანტი საგამოცდო ცენტრში გამოცხადდეს - ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ, ნასვამ მდგომარეობაში და რა თქმა უნდა, თუ ნარკოტიკები თან ექნა", - აღნიშნა მაია მიმინოშვილმა.

 

 

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული წესები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ გვერდზე (naec.ge) განთავსდება და თითოეული აპლიკანტი საკუთარ პირად გვერდზეც იხილავს. ამასთან, წესები დაიბეჭდება აბიტურიენტთა ცნობარში, რომელიც ხვალ გამოიცემა. 

 

 

წელს, გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩატარდება. მაია მიმინოშვილის განმარტებით, ფორმატის ცვლილება მხოლოდ ტესტის ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს. ახალი ფორმატის დანერგვის შედეგად, მონაწილე დავალებას მისთვის განკუთვნილი კომპიუტერის ეკრანზე დაინახავს, პასუხებს კი, ჩვეულებრივ, პასუხების ფურცელზე მონიშნავს ან დაწერს.



"აპლიკანტები ტესტურ დავალებებს ელექტრონული ფორმით მიიღებენ. რაც შეეხება პასუხების ფურცლებს, ეს ყველაფერი შენარჩუნებულია. მათ მოუწევთ ქაღალდზე მუშაობა. დარიგებული ექნებათ ფურცლები შავი სამუშაოსთვის და პასუხების ფურცელი, რომელსაც წინა წლებში ვაწვდიდით", - აღნიშნა მაია მიმინოშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი