ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" განახორციელებს
08-02-2016, 06:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" განახორციელებს. პორტის მშენებლობით დაინტერესებულ კომპანიებს შორის გამარჯვებულად "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" დასახელდა.

 

 

როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი "TBC ჰოლდინგისა" და ამერიკული კომპანია "კონტი ინტერნეიშენალის" მიერ ერთობლივად დაფუძნებული კომპანიაა.

 

 

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" კონტრაქტორები არიან ასევე საზღვაო პორტების ცნობილი სადიზაინრეო კომპანია "მოფატი და ნიკოლი" და წამყვანი ჰოლანდიური საკონსულტაციო კომპანია საპორტო ტრანზაქციების საკითხებში "მერითაიმ ენდ თრანსპორთ ბიზნეს სოლუშენზ". "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" თავის განცხადებასთან ერთად მთავრობას წარუდგინა გამოუხმობადი საბანკო გარანტია 3 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც უზრუნველყოფს ხელშეკრულების ხელმოწერას.

 

 

ფინანსური კრიტერიუმები - კანდიდატი ვალდებული იყო წარმოედგინა ვალდებულების შესრულების საბანკო გარანტია, რომლის მინიმალური ოდენობა განსაზღვრული იყო 20 მილიონი დოლარით. ტექნიკური კრიტერიუმი - პორტის წინასწარი კონცეფცია, რომელიც ფასდებოდა პორტის წინაწარი დიზაინის განხორციელების გრაფიკის, პორტის ოპერაციების მართვის კონცეფციის, ადგილობრივი განვითარების გეგმის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ეკონომიკური კრიტერიუმი - პორტის ფინასური მოდელი, რომელიც შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო პორტის წინასწარ კონცეფციასთან, ასევე ფინანსურ მოდელში ასახული უნდა ყოფილიყო შეთავაზების ეკონომიკური და ფინანსური სიმყარე და წარმოდგენილი ბიზნეს წინადადების მდგრადობა. დამატებით წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო მარკეტინგული კონცეფცია და ნავსადგურში ტვირთების მოზიდვის ხედვა. სამართლებრივი კრიტერიუმი - კომენტარები და შენიშვნები ამ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება უფრო დეტალებში მოიკითხოთ ეკონომიკის სამინისტროში ის ახდენდა ამ საკითხების კოორდინაციას.

 

 

პორტის მშენებლობის საწყისი ეტაპი დაიწყება წელს, ხოლო გარემოსდაცვითი დასკვნის მომზადების შემდეგ უკვე სრული მასშტაბით მშენელობა განახლდება 2017 წელს. მინდა მივულოცო გამარჯვებულ კონსორციუმს გამარჯვება და გამოვთქვა იმედი, ასევე დარწმუნება, მთავრობის ყველა წევრის, რომ პორტი განსაზღვრულ ვადებში დასრულდება და ეს იქნება სრულიად ახალი შესაძლებობები საქართველოსათვის, რათა აბრეშუმის გზის კონცეფცია სრულმასშტაბიანად ამოქმედდეს საქართველოს შემთხვევაში და სამხრეთ კავკასიის სატრანსპორტო კორიდორი გახდეს თვისობრივად ახალი აბსოლუტურად ახალი გამტარუნარიანობის და ახალი შესაძლებლობების", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი