რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე პრაღაში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გრიგორი კარასინს ხვალ შეხვდება.
ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებს ჩეხეთის დედაქალაქში გამგზავრებამდე განუცხადა, რომ ქართული მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა და სრული ინფორმაციის მიღება, თუ როგორ უყურებს რუსეთი ამ დიალოგის პერსპექტივას და, ზოგადად საქართველოსთან ურთიერთობებს.
"ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ასეთი შეხვედრები წმინდა ინფორმაციული თვალსაზრისით. რა თქმა უნდა დავაყენებთ საკითხს იმ მწვავე თემებთან დაკავშირებით, რაც ჩვენ გვაწუხებს. მხედველობაში მაქვს საოკუპაციო ხაზთან შექმნილი ვითარება, სხვა პრობლემატური საკითხები", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე აუცილებლად იქნება საუბარი რამდენიმე დღის წინათ რუსეთის თვითმფრინავის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.