საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ცნობით, ქართული მხარის ინიციატივით გამართული სატელეფონო საუბრის დროს, გიორგი კვირიკაშვილმა და ჰასან რუჰანიმ ქართველი და ირანელი ხალხის მჭიდრო კულტურულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.
"გამოითქვა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების იმედი. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით ქართული მხარე გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯს, რაც ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაში გამოიხატება", აღნიშნულია კვირიკაშვილის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საუბარი აგრეთვე შეეხო საქართველოსა და ირანს შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს და იმ უდიდეს პოტენციალს, რომელიც ქვეყნებს შორის არსებობს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირანის პრეზიდენტს აშშ-სა და ევროკავშირის მიერ სანქციების მოხსნა მიულოცა. მხარეებმა ასევე რეგიონში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს და რეგიონის განვითარებისთვის საერთაშორისო უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ყურადღება გაამახვილეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.