მერაბ მალანიამ და იან კელიმ სსმს-ს ბაზაზე ახალი ადმინისტრაციული შენობა გახსნეს
09-02-2016, 00:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოში ახალი ადმინისტრაციული შენობა გაიხსნა. მისი მშენებლობა აშშ-ს ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში გასულ წელს დაიწყო. აღნიშნული პროექტი აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის დაფინანსებით განხორციელდა.

 

 

ახალი ადმინისტრაციული შენობა აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ და შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიამ გახსნეს.

 

 

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს ახლადგახსნილი ადმინისტრაციული შენობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მეხანძრე-მაშველთა პროფესიული დონის ამაღლებას და სასწავლო ტრენინგების დაგეგმვის პროცესს. ახალი სასწავლო-ტრენინგ ცენტრი მრავალფუნქციურია.

 

 

მომავალში აქ, საგანგებო სიტუაციების პრევენციის მიზნით, როგორც საერთაშორისო წვრთნებისა და კონფერენციების ჩატარება, ასევე, რეგიონული საგანგებო სიტუაციების სამსახურებისა და ადგილობრივი თვითმართველობების წარმომადგენელთა გადამზადება იგეგმება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი