თურქეთში, შესაძლოა, კიდევ 600 000 სირიელი ლტოლვილი ჩავიდეს. ამის შესახებ თურქეთის ვიცე-პრემიერმა, ნუმან კურთულმუშმა განაცხადა. მისი თქმით, ლტოლვილების ნაკადის გაზრდა სირიის პროვინცია ალეპოში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებითაა გამოწვეული.
ბოლო დღეებში, სირიის სამთავრობო არმია, რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მხარდაჭერით, პროვინცია ალეპოს უტევს, რის გამოც ათი ათასობით ადამიანს ქვეყნის დატოვება მოუწია.
გუშინ, გერმანიის კანცლერისა და თურქეთის პრემიერ-მინისტრ აჰმეთ დავუთოღლუს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მხარეები ლტოლვილთა დასახმარებლად ერთობლივ ქმედებებს განახორციელებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.