თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი განცხადებას ავრცელებს
09-02-2016, 01:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია 1-ლი მარტიდან დაიწყება და სამუშაო პროცესი დღის რეისების გაუქმების გარეშე განხორციელდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განცხადებას ავრცელებს.


"7 თებერვალს, ქართულ მედია სივრცეში გაჟღერებული ინფორმაცია "თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღის რეისების გაუქმების" შესახებ არ შეესაბამება არსებულ რეალობას. "ტავ ჯორჯიასა" და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული განახლებული ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციას მოიცავს. სწორედ ამიტომ, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, სამუშაოები 2016 წლის მარტიდან დაიწყება, რაც თავის მხრივ გულისხმობს, ასაფრენ - დასაფრენი ზოლის დღის გარკვეულ პერიოდში, მხოლოდ რამდენიმე საათით, სარემონოტო სამუშაოების წარმოებისთვის დაკეტვას (1 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით 09:30 – 15:00; ხოლო 27 მარტიდან 1 ივლისამდე 10:00 – 20:00)," აცხადებენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.


"ტავ ჯორჯია"-ში აღნიშნავენ, რომ ყველა ის რეისი, რომელიც ამ პერიოდში იყო დაგეგმილი, არ გაუქმდება, არამედ, ფრენები განხორციელდება დროებით შეცვლილი გრაფიკის მიხედვით. "აღნიშნულ პროექტზე მუშაობა თითქმის ორი წელია მიმდინარეობს და წინასწარ დამუშავებული და გაწერილია ყველა სამუშაო პროცედურა თუ დეტალი. გრაფიკი მაქსიმალურად ითვალისწინებს თითოეული ავიაკომპანიის ინტერესს. ხოლო ყველა ის რეისი, რომელიც ამ პერიოდში იყო დაგეგმილი, არ გაუქმდება, არამედ, ფრენები განხორციელდება დროებით შეცვლილი გრაფიკის მიხედვით. ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე ჩასატარებელი სამუშაოების თითოეული ეტაპის დაგეგმვა ხორციელდება ფრენების უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების და მოთხოვნების გათვალისწინებით, რაც მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს როგორც აეროპორტისთვის, ასევე, რა თქმა უნდა, ავიაკომპანიებისთვის. დაგეგმილი სამუშაოების განხორციელების შედეგად კიდევ უფრო მეტი კომფორტი შეექმნებათ როგორც ავიაკომპანიებს, ასევე მგზავრებს, რამდენადაც ისარგებლებენ აეროპორტის განახლებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლით და შესაბამისი ინფრასტრუქტურით," ნათქვამია ინფორმაციაში.


თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამბობენ, რომ  განსახორციელებელი პროექტის თითოეული დეტალი, დამპროექტებელი და სამუშაოების შემსრულებელი კომპანია, შეთანხმებულია სახელმწიფოსთან. "ასაფრენ ბილიკის რეაბილიტაციის პროექტის, დაგეგმარება და უსაფრთხოების ნორმები შესრულებულია ფრანგული კომპანია "ადპი" - ის მიერ და შეთანხმებულია ასევე საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაცია "IATA" - სთან. აქვე გვინდა ავღნიშნოთ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს მხოლოდ ერთი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი ემსახურება, რომლის რეაბილიტაციაც შეუძლებელია გარკვეული შეზღუდვების გარეშე. მსგავსი პრაქტიკა წარმატებით გამოიყენება მსოფლიოს ყველა იმ აეროპორტში სადაც, მხოლოდ ერთი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი ფუნქციონირებს," აცხადებენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი