ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის შეფასებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, ფატუ ბენსუდას განცხადებები "ორმაგი სტანდარტების ნათელი მაგალითია".
როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, შესაბამისი განცხადება თიბილოვმა ე.წ. ძალოვანი უწყებების ე.წ. ხელმძღვანელებთან გამართულ თათბირზე გააკეთა.
"საოცარია, მთელმა მსოფლიომ იცის, რომ 2008 წლის აგვისტოში სწორედ საქართველო დაესხა სამხრეთ ოსეთს, მშვიდ ქალაქ, ბავშვებსა და ქალებს. დღეს კი, ბენსუდას განცხადებებში აშკარად ვხედავთ ორმაგ სტანდარტებსა და მიდგომებს.
სწორედ ქართულმა სამშვიდობო ბატალიონმა, რომელსაც მშვიდობის უზრუნველყოფა ევალებოდა და სამმხრივ ფორმატში მუშაობდა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ოპერაციის დაწყებამდე დისლოკაციის ადგილი დატოვა", - განაცხადა თიბილოვმა.
თიბილოვის განცხადებით, "ხელისუფლებას" არა აქვს მოლოდინი, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დასკვნები ობიექტური იქნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.