ლევან ბეჟაშვილმა პრეს-კონფერენციაზე თელავის ინციდენტში მონაწილეთა კრიმინალურ წარსულზე ისაუბრა
15-04-2014, 13:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დეპუტატ ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი "ნაცმოძრაობის" აქტივისტებზე ზეწოლის მოხდენას ნახევრადკრიმინალური დაჯგუფებების საშუალებით ცდილობს. ამის შესახებ მან დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

 


ლევან ბეჟაშვილმა პრეს-კონფერენციაზე იმ პირთა სია და ფოტომასალა წარმოადგინა, რომლებმაც რამდენიმე დღის წინათ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს, და მათ შორის მასაც, წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებაში ხელი შეუშალეს.

 


"მინდა წარმოგიდგინოთ თელავის ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე გიორგი ჟურული, რომელიც წარსულში მკვლელობითვის არის ნასამართლევი, ასევე, არჩილ მაისურაძე მეტსახელად "სტარიჩოკა", ასევე მკვლელობაზე ნასამართლევი პირი. დავით მეგუთნიშვილი მეტსახელად "ტაშტი", ოცნების აქტივისტი და წინანდლის კოორდინატორი" - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

 


რამდენიმე დღის წინ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები ქვეყნის ექვს ქალაქში ბრიფინგების სახელად - "შეჩერებული საქართველო" - ჩატარებას გეგმავდნენ, თუმცა ადგილობრივებმა მათ ამის გაკეთების საშულება არ მისცეს. დეპუტატები გიორგი ღვინიაშვილი და ლევან ბეჟაშვილი აღნიშნული ბრიფინგის ჩატარების მიზნით თელავში ჩავიდნენ, თუმცა მათ ადგილობრივებმა, ძირითადად თელავის გამგეობაში დასაქმებულმა "ქართული ოცნების" წევრებმა ამის საშუალება არ მისცეს. ისინი მათ ცოცხებით მიეჭრნენ და კვერცხების სროლითა და შეძახილებით აიძულეს ტერიტორია დაეტოვებინათ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი