გიორგი მარგველაშვილი რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს ვალერიუ შტეფან ზგონეას შეხვდა
09-02-2016, 02:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს ვალერიუ შტეფან ზგონეას შეხვდა.

 

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაზე, ასევე, შავი ზღვის რეგიონში ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

 

 

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა და საქართველოსათვის სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის დროულად დასრულების მნიშვნელობა განიხილეს.

 

 

"რუმინეთი აგრძელებს საქართველოსთან თანამშრომლობას საქართველოს ნატო-სთან ინტეგრაციის ფარგლებში.

შეხვედრისას ასევე, ისაუბრეს შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე, მომავალი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების აუცილებლობაზე, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების კურსზე და რეგიონში არსებულ ვითარებაზე.

 

 

რუმინეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა", - განმარტავენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

 

 

შეხვედრას უშიშროების საბჭოს მდივანი, ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის მრჩევლები ესწრებოდნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი