ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში იმ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში ქალისა და მამაკაცის ერთობა უნდა განისაზღვროს, მუშაობა მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ მმართველი ვოლსკიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ბოლო პერიოდში გაკეთდა განცხადებები, რომ უნდა მოხდეს ინიცირება საკონსტიტუციო ცვლილების, რომ ოჯახი წარმოადგენს ქალის და მამაკაცის ერთობას და ზუსტად ის ფორმულირება, რომელიც არსებობს სამოქალაქო კოდექსში, გადატანილ იქნას საკონსტიტუციო ნორმად. ჩვენ ამის თაობაზე შარშან დავიწყეთ საუბარი. დღეს მზად გვაქვს {პროექტი} ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში. გუშინ გვიანობამდე რაღაც დეტალებს ვამუშავებდით. გარკვეული კონსულტაციები მიმდინარეობს კოალიციაში. ყველას ვთხოვთ, რომ თავი შეიკავონ ზედმეტი რადიკალიზმისგან, ზედმეტი განცხადებებისა და გამწვავებისგან ამ თემის. ამას ჭირდება საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა და დღეს თუ ხვალ ნახავს დღის სინათლეს. ბევრი ევროპული ქვეყანა სწორედაც რომ ასეთი სტანდარტით სარგებლობს, რომელსაც ჩვენ შემოგთავაზებთ. არსებობს ქვეყნები, სადაც არ არსებობს ერთსქესიანთა ქორწინება, მაგრამ არსებობს რაღაც ფორმა ურთიერთობის, რომელიც საკუთრების თემაზეა ორიენტირებული და არსებობს ზოგ ქვეყანაში დაშვებულობაც და ამისგან არავინ ქმნის დაძაბულობას.
პატარა საქართველოს, რომელსაც უამრავი გამოწვევა აქვს, წინ გინდა ჩრდილოეთიდან, გინდა სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან, ვალდებულია იფიქროს იმ ტრადიციაზე, რაც გააჩნია და რითაც დღემდე მოვიდა, იფიქროს იმ ურთიერთობაზე და ტოლერანტობაზე, რაც გაგვაჩნია ნებისმიერი სახის უმცირესობასთან. არ ვგულისხმობ ეროვნულ უმცირესობას, რადგან ეს გაცილებით უფრო სხვა კატეგორიაა.
კონსტიტუციაში მეუღლეები არის აღნიშნული, მაგრამ ამ აღნიშვნასთან ერთად მითითებულია ქალისა და ბავშვის უფლებები. ეს ნორმა უფრო მკაფიო უნდა გავხადოთ და არა რაღაც ახალი შემოვიტანოთ. ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება ქვეყნისთვის, რომელსაც გარკვეული ტრადიცია გააჩნია, გარკვეული ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა გააჩნია. ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ არჩევნებამდე გამოვიდა პოზიციით, რომ ის ტრადიცია, ის კულტურული და ეროვნული მემკვიდრეობა იქნება ამოსავალი წერტილი ჩვენი მომავალი პოლიტიკური საქმიანობისა და სწორია ეს თემა", - აღნიშნა გია ვოლსკიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.