თანხებზე აპელირება იმისთვის ხდება, რომ ყურადღება სხვა რამეზე გადანაწილდეს, მაგრამ ჩვენ არ უნდა ავცდეთ მთავარ გზას - არსებობს "მაესტროს" ხელში ჩაგდების და მიტაცების სურვილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "მაესტროს" ერთ-ერთმა პარტნიორმა ბაჩო კიკაბიძემ განუცხადა.
კიკაბიძის თქმით, ლოგიკურად არ მიაჩნია ირაკლი რუხაძის განცხადება, რომლის თქმითაც, 50 მილიონი მან გაჩეჩილაძეს პროცენტით ასესხა.
"50 მილიონის გასესხება ასე ადვილი არ არის. დარწმუნებული უნდა იყო, რომ ამ თანხას უკან ამოიღებ, ეს ხომ 50 ლარი არ არის, თუმცა ვინ ვის ასესხა და როგორ, ეს დეტალებია. ამაზე აპელირება სპეციალურად ხდება, რომ ყურადღება სხვა რამეზე გადანაწილდეს, მაგრამ მთავარია, ჩვენ არ ავცდეთ გზას, რომ არსებობს "მაესტროს" ხელში ჩაგდების და მიტაცების სურვილი", - განაცხადა ბაჩო კიკაბიძემ.
ამასთან, ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ კიკაბიძემ დაადასტურა, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ სივრცეში შემოსვლის პერიოდში, ისევე როგორც სხვა მედიასაშუალებები, "მაესტროც" ფინანსდებოდა მისი მხრიდან, თუმცა, აქვე ბაჩო კიკაბიძემ განმარტა, რომ ბოლო არჩევნების დროს ყველაზე მეტი სარეკლამო სახსრები "რუსთავი 2"-შია ჩადებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.