"მემარცხენე ალიანსი": მოვუწოდებთ ხელისუფლებას დაიწყოს მუშაობა საქართველოს მუდმივი ნეიტრალიტეტის გამოსაცხადებლად
09-02-2016, 03:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდოთ დაიწყოს დაუყოვნებელი მუშაობა საქართველოს მუდმივი ნეიტრალიტეტის გამოსაცხადებლად - განცხადება ამის შესხებ "მემარცხენე ალიანსის" გენერალურმა მდივანმა, სოსო შატბერაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

 

 

„მიუხედავად ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურთა არაერთი განცხადებისა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე ალიანსში განხილვაც კი არ მიმდინარეობს, ყოფილი და ახლანდელი ხელისუფლება ჯიუტად გვიმტკიცებს, რომ უმოკლეს ხანში ჩვენი ქვეყანა ნატოს წევრი გახდება. განსაკუთრებით აქტიურობით გამოირჩევა თავდაცვის მინისტრი ქ-ნი თინა ხიდაშელი. ეს ყველაფერი არა მარტო აბსურდის თეატრს ემსგავსება, არამედ ჩვენს მოსახლეობას მეტად დამამცირებელ მდგომარეობაში აყენებს.

 


ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, რომ არამც თუ ნატოს წევრად, არამედ ამ ეტაპზე, MAP-ის მიღებაც კი ვერ მოხდება, მეტიც, მისი თქმით ნატოს წევრობა საქართველოსთვის საფრთხის შემცველიცაა.

 


შექმნილი პოლიტიკური სიტუაციიდან ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებად მიგვაჩნია ქვეყნის ხელისუფლებას მოვუწოდოთ დაიწყოს დაუყოვნებელი მუშაობა საქართველოს მუდმივი ნეიტრალიტეტის გამოსაცხადებლად, რაც მშვიდობის და სტაბილურობის გარანტი იქნება არა მარტო ჩვენთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის. ეს ნაბიჯი დაგვაახლოვებს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან, მოაგვარებს ურთიერთობას რუსეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან, უზრუნველყოფს ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. მითუმეტეს, რომ 1919 წლის 12 მარტს ქვეყნის დამფუძნებელმა კრებამ მიიღო „დამოუკიდებლობის აქტი“, სადაც მე-3 მუხლში დეკლარირებულია ქვეყნის მუდმივი ნეიტრალიტეტი,“- განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი