საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გოგი თოფაძე ადასტურებს, რომ პრეზიდენტის მიმართ გაკეთებული განცხადებების გამო, ბიძინა ივანიშვილმა უსაყვედურა. ამის შესახებ თოფაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩამოვედი თუ არა, დამირეკა 10-15 წუთში და მისაყვედურა, ასე არ უნდა გელაპარაკაო", - განაცხადა თოფაძემ.
მისივე თქმით, ის პრეზიდენტის მიმართ თავს დამნაშავედ არ გრძნობს. თოფაძე აცხადებს, რომ მან უკვე მოუბოდიშა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს და მათ ოჯახის წევრებს და მზად არის მათი სურვილის შემთხვევაში, საკუთარ ოფისში შეხვედრაც გამართოს. თოფაძის თქმით, იმ სტატიის გამო, რომელზეც ისაუბრა, ქართველ ხალხს ბოდიში მარგველაშვილმაც უნდა მოუხადოს.
გოგი თოფაძემ გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას გააკრიტიკა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.