თუ მაგისტრალური კაბელების შეძენაზე გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდა, ეს სერიოზულ გავლენას იქონიებს ორი კომპანიის განაცხადის მიმდინარე ფორმატში განხილვაზე, - ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ აბაშიძემ დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც კომისია შპს "მობიტელის" და ,,კავკასუს ონლაინის" ერთობლივ განცხადებას განიხილავს.
,,იმ შემთხვევაში თუ მედიით გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდა, რომ აწარმოებთ მოლაპარაკებას წყალქვეშა მაგისტრალის და საქართველოზე გამავალი სხვა მაგისტრალური კაბელების შეძენაზე, გაყიდვაზე, გამიჩნდება დამატებითი კითხვები და პასუხები სერიოზულ გავლენას იქონიებს ორი კომპანიის განაცხადის მიმდინარე ფორმატში განხილვაზე. ამას სპეციალურად ვამბობ, რადგან მოჭარბებული საზოგადოებრივი ინტერესი დაკმაყოფილებას მოითხოვს", - განაცხადა აბაშიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.