800 ათას წვრილფეხა პირუტყვს ჭირის დაავადების საწინააღმდეგო აცრა ჩაუტარდება
09-02-2016, 04:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წვრილფეხა პირუტყვის (ცხვარი, თხა) ჭირის დაავადების გამოვლენისთანავე, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შესაბამისი ვეტერინარული ღონისძიებების განხორციელება დაიწყო.

 


წვრილფეხა პირუტყვის მასობრივი ვაქცინაცია და სერომონიტორინგი (სისხლის ნიმუშების აღება), მიმდინარე კვირიდან დაიწყება. ჯამში, 800 ათასი სული წვრილფეხა პირუტყვის აცრაა დაგეგმილი. დაცემული პირუტყვის ვეტერინარული წესების სრული დაცვით განადგურების შემდეგ, ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები ხორციელდება. დაავადების საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელებისა და დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში იმყოფებიან ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის (OIE) ექსპერტები, რომლებიც ქართველ კოლეგებს გამოცდილებას გაუზიარებენ.

 

 

2016 წლის იანვარში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისის შემოგარენში არსებული ფერმიდან მიიღო შეტყობინება პირუტყვის დაავადების და დაცემის შესახებ. სააგენტოს ვეტერინარების მიერ მოხდა ნიმუშების აღება. პირველადი დიაგნოზით სპეციალისტებმა ეჭვი ცხვრის კატარალურ ცხელებაზე (ბლუტანგი) მიიტანეს. ზუსტი დიაგნოსტირების მიზნით, ნიმუშები დიდ ბრიტანეთში არსებულ საერთაშორისო რეფერალურ ლაბორატორიაში გადაიგზავნა. გამოკვლევის შედეგებით ცხვრის კატარალური ცხელება არ დადასტურდა. დამატებითი კვლევებით წვრილფეხა პირუტყვის დაავადება – ჭირი დადგინდა. აღნიშნული დაავადება მეზობელ ქვეყნებში – თურქეთსა და ირანშიც ფიქსირდება. წვრილფეხა პირუტყვის ჭირი ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს სწრაფი გავრცელება არავაქცინირებულ ცხოველებში (ცხვარი, თხა). სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა მეპატრონეებს მოუწოდებს, ითანამშრომლონ სააგენტოს წარმომადგენლებთან, რათა დროულად და ეფექტიანად განხორციელდეს შესაბამისი ვეტერინარული ღონისძიებები.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი