"ხიდაშელს, 2 თვის წინათ მიღებული ნატო–ს კომუნიკეს ტექსტი "აღარ ახსოვს"?!
09-02-2016, 04:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ნატო–ში, რომ მაპ–ის გარეშე არ მიიღებენ, ამის შესახებ ნატო–ს მესვეურებმა გარკვევით ჩაწერეს შარშან დეკემბერში, ბრიუსელში გამართულ ნატო–ს მინისტერიალის კომუნიკეში, – ჯერ მაპ–ი და მერე ნატო–ს წევრობაო. არადა, მანამდე, ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი გამუდმებით გვიმტკიცებდა, რომ საქართველოს მაპ–ის გარეშეც მიიღებენ ალიანსში, მათ შორის, განსაკუთრებით აქტიურობდა თავდაცვის მინისტრი, ქ–ნი ხიდაშელი.


აი დღესაც, ნატო–ს შემდგომი მინისტერიალის წინ, რომელიც ასევე ბრიუსელში ჩატარდება10 და11 თებერვალს, ქ–ნმა ხიდაშელმა მედიას განუცხადა:"მე არასდროს არ მომითხოვია მაპ–ი, მე მუდამ ნატო–ს წევრობას ვითხოვდი". – დიახ, ქვეყნის შიგნით, ხიდაშელი ისეთ რეალობას უხატავს საზოგადოებას, რომ თითქოს მის "მოთხოვნა–არმოთხოვნაზე" იყოს დამოკიდებული ნატო–ს წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილება?! მაგრამ, მის რიტორიკაში აშკარად შეიმჩნევა "პოლიტიკური ამნეზიის" ნიშნები, მას ორი თვის წინ მიღებული ნატო–ს კომუნიკეს ტექსტიც კი, "აღარ ახსოვს"! ყოველივე ეს სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს.


ხიდაშელის ასეთი "ჯიქური დიპლომატია", სწორედაც შემაფერხებელი ფაქტორი გახდება საქართველოსთვის. საქმე ის არის, რომ ასეთი უადგილო და გამომწვევი განცხადებების გამო, ნატო–ში ჩვენი მეგობარი და მხარდამჭერი სახელმწიფოები უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, რადგანაც ის თანმიმდევრობა, რაც ნატო–ში გაწევრიანებისთვის არის დადგენილი ასპირანტი ქვეყნებისთვის, მიღებულია ნატო–ს წევრი სახელმწიფოების სრული კონსენსუსის პირობებში და იგი გადახედვას არ ექვემდებარება!..


ჯუმბერ კირვალიძე,

პოლიტოლოგი

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი