საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 თებერვლის განკარგულებით, ხონის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 932 530 (ერთი მილიონ ცხრაას ოცდაცამეტი ათას ხუთას ოცდაათი) ლარი ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად გამოეყო.
როგორც guardian.ge-ს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრეს-სამსახურიდან აცნობეს, აღნიშნული თანხის ფარგლებში შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება.
ქ. ხონის იპ. ხვიჩიას ქუჩის მოასფალტება და სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია სოფელ კონტუათის ცენტრამდე;
ქ. ხონის ირ. აბაშიძის სახელობის ქუჩის მოასფალტება და სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია;
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა კუხში პ. კაკაბაძის სახლ მუზეუმამდე მისასვლელი გზის მოასფალტება და სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია;
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბში საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა;
ქ. ხონში ნ. ბარათაშვილის სახელობის ქუჩის მოასფალტება და სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია;
ქ. ხონის რ. თაბუკაშვილის სახელობის ქუჩის მოასფალტება და სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია( 0,8კმ.);
ქ. ხონის მოსე ხონელის სახელობის ქუჩის მეორე შესახვევის მოასფალტება და სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია;
ა(ა)იპ ხონის სამუსიკო სკოლის შენობის რეაბილიტაციის დასრულება;
ქ. ხონის ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა ასფალტო-ბეტონის საფარით;
ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ჯემალ მებუკეს განცხადებით, ზემოთ აღნიშნულ თანხას ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 ათას ლარზე მეტი დაემატება.
,,დავაზუსტებ, აღნიშნულ პროექტებზე, გარდა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხისა (1 932 530 ლარი), დამატებით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 101 716 (ას ერთი ათას შვიდას თექვსმეტი) ლარი დაიხარჯება, ჯამში 2 034 246 ( ორი მილიონ ოცდათოთხმეტი ათას ორას ორმოცდა ექვსი) ლარი.
აღსანიშნავია, რომ პროექტების წარდგენაზე ერთობლივად ვმუშაობდით, როგორც გამგეობის გუნდი, ასევე იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია და ვფიქრობ, კარგი შედეგი დავდეთ, ხალხის ინტერესებზე გათვლილი პროექტები მივიტანეთ სამინისტროში, მათი ხედვებიც დაემთხვა ჩვენსას და სწორედ ამიტომ მივიღეთ მაქსიმალური დაფინანსება," განაცხადა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ჯემალ მებუკემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.