სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უკრაინის დელეგაცია ეწვია
09-02-2016, 05:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უკრაინის რადას დეპუტატის ვიტალი კუპრის ხელმძღვანელობით, დელეგაცია ესტუმრა. უკრაინული დელეგაციის მიზანი უკრაინის პენიტენციური სისტემის რეფორმირების პროცესში, საქართველოს პენიტენციური სფეროს რეფორმის კუთხით გამოცდილების გაზიარებაა. ინფორმაციას ამის შესახებ სამინისტრო ავრცელებს.

 


უწყების ცნობით, შეხვედრას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორი ზვიად მიხანაშივლი; პრობაციის ერვონული სააგენტოს უფროსი გიორგი არსოშვილი და სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტმანეტის ხელმძღვანელის მოადგილე კახა ხანდოლიშვილი ესწრებოდნენ.

 


"სამინისტროს წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მუშაობის, დეპარტმანეტების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ფუნქციონირების, განხორციელებული რეფორმების და სამომავლო გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია პრეზენტაციის სახით მიაწოდეს.
„უკრაინიდან ჩამოსულ სტუმრებს ჩვენი გამოცდილება გავუზიარეთ, გავაცანით პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმები. საუბარი პრობაციის სფეროში გატარებულ რეფორმებსაც შეეხო. მათი მხრიდან ძალიან დიდი დაინტერესება გამოიხატა, ჰქონდათ კონკრეტული კითხვები, რომლებზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს მიერ გატარებული რეფორმები მათთვის ძალიან საინტერესო და მნიშნველოვანია. როგორც დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, მიღებულ ინფორმაციას პრაქტიკაში გამოიყენებენ“, - განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.

 


დელეგაციის წევრების განსაკუთრებული დაინტერესება დაწესებულებებში მსჯავრდებულების რისკების მიხედვით გადანაწილების, ელექტრონული მონიტორინგის სისტემის დანერგვის, მსჯავრდებულთა დასაქმებისა და ასევე, ონლაინმაღაზიის მეშვებოთ მსჯავრდებულთა ნაკეთობების რეალიზაციის საკითხებმა გამოიწვია.

 


დელეგაციის ხელმძღვანელის ვიტალი კუპრის განცხადებით, ქართულ სასჯელაღსრულების სისტემა უკრაინულთან შედარებით, ბევრად წინ არის და შესაბამისად, ამ სფეროში რეფორმებისა და პროექტების კუთხით საქართველოს გამცოდილების გაზიარება და დანერგვა უკრაინისთვის ძალიან სასარგებლო იქნება.

 


„უკრაინაში სწორედ ახლა იწყება სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმირება, ჩვენთან პოსტსაბჭოთა რეალობა იყო, რომელიც ადამიანის უფლებებს არღვევდა. შესაბამისად, გამოცდილების და პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის მიღება იმ ქვეყნებისგან, რომლებიც განვითარების დემოკრატიულ გზას ადგანან, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა ვაღიაროთ, რომ აღნიშნულ სფეროში თქვენ ბევრად წინ ხართ. მიმაჩნია, რომ დღევანდელი შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო. აუცილებლად გავითვალისწინებთ თქვენს გამოცდილებას“ - განაცხადა ვიტალი კუპრიმ.

 


საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს მომავალშიც გაუზრიარონ საკუთარი გამოცდილება უკრაინულ დელეგაციას სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის პროცესში" - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი