საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახახულევის ბიბლიოთეკას საჩუქრად 500-ზე მეტი წიგნი გადასცა.
აქცია ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ნოემბრის თვეში გამოაცხადა და მას კულტურის სამინისტრო, სხვადასხვა გამომცემლობები, მწერლები, პოეტები, ქუთაისის ოლიმპიური კომიტეტი, ხონის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეები, სკოლები, მასწავლებლები, წიგნის მოყვარულები, ბიბლიოთეკის გულშემატკივრები გამოეხმაურნენ. ნახახულევის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი 700 ახალი წიგნით გამდიდრდა.
აღნიშნული ბიბლითეკა ერთ-ერთი უძველესია საქართველოში. ისტორიული წყაროების მიხედვთ მე-19 საუკუნეში გამართულად ფუნქციონირებდა და ბევრი მკითხველიც ჰყავდა.
როგორც guardian.ge -ს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, გიორგი კეკელიძემ და მწერალმა გიორგი კაკაბაძემ დაათვალიერეს ხონის ცენტრალური და საბავშვო ბიბლიოთეკები, შეხვდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მთავარ ბიბლიოთეკასთან არსებული „ლიტერატურული სალონის“ წევრებს.
ხონის ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის გამდიდრების მიზნით მსგავსი შინაარსის აქციები მომავალშიც იგეგმება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.