საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა ევროსაბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან გამართა. შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ტუსკმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი და საქართველო პარტნიორები არიან.
ტუსკის ცნობით, კვირიკაშვილთან შეხვედრაზე მხარეებმა რიგი საკითხი განიხილეს, მათ შორის, მომავალო საპარლამენტო არჩევნები საქართველოში და ხაზი გაუსვეს თავისუფალი და პლურალისტული მედია გარემოს მნიშვნელობას. ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ასევე ვიზალიბერალიზაცია იყო. მან აღნიშნა, რომ საქართველომ ყველა პირობა შეასრულა იმისთვის, რომ ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი დააწესოს.
ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა სისხლის სამართლის გამოძიების შესახებ.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სისხლის სამართლის გამოძიება და სასამართლო დევნა ეფუძნებოდეს ფაქტებს, იყოს გამჭვირვალე და მიუკერძოებელი, ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად", - განაცხადა ტუსკმა.
ტუსკმა ასევე განაცხადა, რომ ის იზიარებს ოფიციალური თბილისის შეშფოთებას, ე.წ.შეთანხმებების გამო, რომელიც მოსკოვმა ცხინვალთან და სოხუმთან გააფორმა.
დონალდ ტუსკმა ასევე, მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ევროკავშირის მისიებში, მათ შორის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, მალისა და უკრაინაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.