საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ ნატოს მაღალი რანგის ექსპერტთა ჯგუფს ამერიკელი ადმირალი ლი სინგლეტონი ხელმძღვანელობს
09-02-2016, 06:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად ნატოს მაღალი რანგის ექსპერტთა ჯგუფი იმყოფება. დელეგაციას აშშ-ის ევროპული სარდლობის ლოგისტიკური მიმართულების დირექტორი, ადმირალი ლი სინგლეტონი ხელმძღვანელობს.


უცხოელ სტუმრებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა უმასპინძლა. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე და უწყების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.


ვიზიტის მიზანი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში ლოგისტიკური შესაძლებლობების შეფასებაა.


გენერალური შტაბის უფროსმა ვიზიტი დადებითად შეაფასა და ლოგისტიკური მიმართულებით პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა: „საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის ნატოს ნებისმიერი დელეგაციის სტუმრობა ძალიან მნიშვნელოვანია. მოხარული ვარ, რომ ვმასპინძლობთ ასეთ წარმომადგენლობით დელეგაციას ამერიკელი პარტნიორების ხელმძღვანელობით, რომლებსაც ლოგისტიკის მიმართულებით წამყვანი როლი აქვთ არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში. მათი ვიზიტის მიზანია, კიდევ ერთხელ ნახონ ლოგისტიკის განვითარების მიმართულებით შესრულებული საქმე, ამავე დროს დასახონ მომავალი გეგმები და დაეხმარონ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებში, რაც გამოადგება როგორც საქართველოს, ასევე ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს“, - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.


„საქართველოში ვიმყოფები, როგორც აშშ-ის ევროპული სარდლობის გერმანული მხარის წარმომადგენელი. მომდევნო დღეების განმავლობაში შეხვედრების გამართვას ვგეგმავთ თავდაცვის სამინისტროში, სადაც ნატოს უელსის სამიტის ინიციატივებისა და ნატო-საქართველოს არსებით პაკეტის განხორციელების საკითხებზე ვისაუბრებთ. საქართველოში ჩემი ვიზიტის მიზანია, განვიხილოთ ქვეყნის შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური შესაძლებლობები და მისი გაუმჯობესების გზები. ასევე, ვისაუბრებთ, თუ როგორ განვავითაროთ ლოგისტიკური შესაძლებლობები პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობით სწავლებების ჩასატარებლად. საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა, უზრუნველყოს სწრაფი გადაადგილება საბრძოლო მოქმედებების თეატრში და დახმარება გაუწიოს პარტნიორ ქვეყნებს სტიქიური უბედურებებისა და ჰუმანიტარული დახმარების კუთხით. ჩვენ, სწორედ, ის გუნდი გვყავს, რომელიც შეძლებს ამის გაკეთებას. ჩვენს გუნდში შედიან წარმომადგენლები გერმანიიდან, ბელგიიდან უნგრეთიდან, ასევე კონტრაქტორებიც. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ვიმსჯელებთ საქართველოს ლოგისტიკური შესაძლებლობების განვითარებაზე," აღნიშნა დელეგაციის ხელმძღვანელმა.


ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში უცხოელი სტუმრები ლოგისტიკური სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდებიან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი