თბილისში ცნობილი პოლონელი არქიტექტორის, ალექსანდრ როგოისკის მემორიალური დაფა გაიხსნა. შენობა, სადაც ამჟამად ბანკის სათაო ოფისი მდებარეობს, ალექსანდრ როგოისკიმ მაშინდელი კავკასიის ოფიცერთა ეკონომიკური საზოგადოებისთვის 1912 წელს დააპროექტა. სწორედ ამიტომ, არქიტექტორის მემორიალური დაფა, სათაო ოფისის შენობაზე განთავსდა.
მერიის ინფორმაციით, ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია TBC ბანკის ხელმძღვანელებთან და საქართველოში პოლონეთის ელჩ ანჟეი ჩიეშკოვსკისთან ერთად დაესწრო.
დავით ნარმანიას თქმით, დედაქალაქში 17 შენობა-ნაგებობაა, რომლებიც პოლონელმა არქიტექტორებმა დააპროექტეს. საინფორმაციო დაფა ყველა მათგანზე განთავსდება.
„აღნიშნული პროექტი გასულ წელს დავიწყეთ პოლონეთის საელჩოსთან ერთად და მიზნად ისახავს პოლონელი არიტექტორების მიერ მე-19 და მე-20 საუკუნეებში დაპროექტებული შენობა-ნაგებობების ფასადზე საინფორმაციო დაფების განთავსებას. თითოეულმა ჩვენმა თანამოქალაქემ და ტურისტმა უნდა იცოდეს თუ ვის მიერ არის თავის დროზე შექმნილი ესა თუ ის შენობა. დედაქალაქში 17 ასეთი ობიექტია. თითოეული მათგანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს მემკვიდრეობა შევინარჩუნოთ. ამასთან, ჩვენი მიზანია, მომავალ თაობებს ისე გადავცეთ, რომ მათი კულტურული ფასეულობები იქნას შენარჩუნებული“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
ღონისძიებას ასევე დიპლომატიური კორპუსისა და თვითმმართველი ორგანოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.