საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო პარტნიორია, - ასეთი განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო პარტნიორია. რეფორმები, რომელიც შიდა პოლიტიკურ და უსაფრთხოების სფეროში ხორციელდება, საქართველოს ნატო-სთან უფრო დააახლოვებს.
უელსის სამიტზე ჩვენ შევთანხმდით საქართველოსთვის არსებითი პაკეტის მინიჭებაზე და მხარდაჭერაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა დაგეგმარება, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა, საზღვაო უსაფრთხოება და კიბერთავდაცვა.
ჩვენ ვიმსჯელებთ მიღწეულ პროგრესზე და როგორ შეგვიძლია, უფრო გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოსთვის", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.