„TV 3“-ს გადამღები ჯგუფი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვში რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს. ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე, ოპერატორი ვახო ლეკიაშვილი და ტელეკომპანიის ტექნიკური თანამშრომელი მიხეილ მიხოევი ოკუპანტებმა დღეს აიყვანეს. აღნიშნულ ფაქტს შს სამინისტროშიც ადასტურებენ.
მათი განცხადებით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, მოქმედებს "ცხელი ხაზი" და ყველაფერი კეთდება გატაცებულების გასათავისუფლებლად.
რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული ქართველი ჟურნალისტების ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.