ნებისმიერი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, მის მეზობლებთან ურთიერთობის იმ ფორმებს ეძებს, რაც ორივე ქვეყნისათვის მაქსიმალურად პრაგმატული და ურთიერთმომგებიანი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
"ბოლო ხანებში ირანთან მიმართებაში ბევრმა ქვეყანამ გადახედა თავის დამოკიდებულებას. ამერიკამ მას მთელი რიგი სანქციებიც მოუხსნა. ირანი ჩვენი მეზობელია და, რა თქმა უნდა, ქართული სახელმწიფოც ეძებს პრაგმატულ მიდგომებს. პრემიერმა გამოავლინა მზაობა იმ მიმართულებით, რომ ამ ქვეყნებს შორის ტურისტული აქტივობები გაიზარდოს, რაც ვფიქრობ ძალიან სწორი და პრაგმატული მიდგომაა", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.
საქართველოს მიერ ირანისთვის დაწესებული სავიზო რეჟიმი 15 თებერვლიდან გაუქმდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.