მაკა ასათიანი: ლევან გაჩეჩილაძეს "მაესტროს" შენობაში შესვლის პრობლემა არ ექნება
09-02-2016, 07:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლევან გაჩეჩილაძეს "მაესტროს" შენობაში შესვლის პრობლემა არ ექნება, თუმცა არა როგორც დირექტორს, არამედ როგორც ლევან გაჩეჩილაძეს, - ამის შესახებ "მაესტროს" 25%-იანი წილის მფლობელმა მაკა ასათიანმა ტელეკომპანიაში მისვლისას ჟურნალისტებს განუცხადა.

 

 

ასათიანის თქმით, გაჩეჩილაძის დირექტორობასთან დაკავშირებით, "მაესტროს" გუნდმა პოზიცია ერთობლივი განცხადებით უკვე დააფიქსირა.

 

 

"აქ ერთად ვმუშაობთ. გუნდმა პასუხი გასცა ყველაფერს და მე ვარ გუნდის წევრი. მე ვარ იქ, სადაც არის ჩემი გუნდი და წინააღმდეგი ვარ ძალადობის. საშვის დაშვების შემდეგ ყველას აქვს უფლება შენობაში შემოვიდეს. გია გაჩეჩილაძეს, რომელიც დამფუძნებელია, შენობაში მოსვლის უფლება აქვს, ამაში პრობლემა არ შეექმნება არც ლევან გაჩეჩილაძეს," - განაცხადა მაკა ასათიანმა.

 

 

 

რაც შეეხება "მაესტროს" 3 თანამშრომლის განსხვავებულ პოზიციას, ასათიანის თქმით, ეს მისთვის მტკივნეული თემაა.

 

 

"სამი გოგონა არ იზიარებს გუნდის პოზიციას. ძალიან განვიცადე, რომ 3 ადამიანი ერთობლიობას დაარღვევდა, ალბათ, ჩემი მხრიდანაც იყო გარკვეული შეცდომები, რადგან მათ გუნდის გაერთიანებაში ეჭვი შეიტანეს. ეს მტკივნეული იყო", - აღნიშნა ასათიანმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი